Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

       გავიმეორეთ წინა დღის მასალა,მოვახდინეთ საკუთარი პროექტის მოკლე განხილვა,მოვისმინეთ სხვა მასწავლებლების პროექტები.
ტრენინგი საინტერესო იყო.შევისწავლე პროექტზე მუშაობა,ვისწავლე ბლოგის შექმნა,დავწერე პროექტის გეგმა,დავამზადე ბუკლეტი,მოვიძიე თემასთან დაკავშირებული მასალები,ავაწყე პრეზენტაცია ,შევქმენი საქაღალდე,სადაც მოვათავსე საჭირო მასალა.
ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და აქტუალური.ვისწავლე,როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება და მივაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
  დიდი მადლობა ქ-ნ ქეთი  ცერაძეს.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

               დღეს გავიმეორეთ პროექტის გეგმა,შევქმენით ფასილიტაციის რესურსები,მოვაწესრიგეთ საქაღალდე და ავტვირთეთ დრაივში.გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგში.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

   გამეორების შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავეცანით,მოსწავლეთა რა საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

       გავიმეორეთ განვლილი მასალა,ავაწყეთ ''pover point''-ში მოსწავლის პრეზენტაცია.განვიხილეთ გეგმები,გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

    დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს,შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე,ჩავსვით გაჯეტები და სურათები.
     ტრენინგი საინტერესო და  სახალისო იყო.